მხოლოდ ივანიშვილის დაფინანსებულ მედიას შეეძლება სრულფასოვნად მუშაობა -ეს განცხადება “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “კავკასიას” ოფისთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე გააკეთა.
გვარამია ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 3 ტელეკომპანიის ანგარიშებისთვის ინკასოს დადებაზე, “რუსთავი 2-ს” უკავშირებს.
“სიმართლე გითხრათ მე ვუკავშირებ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ მიმართულ აქციას, პირველ რიგში. მე მგონია, რომ ის დრო დადგა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა ამ კომპანიის არსებობა და ეხლა წინაპირობებს ამზადებს გაკოტრებისთვის. ტელეკომპანია “პირველის” და “კავკასიის” ვალები არ არის იმხელა, რომ მათ ვერ შეძლონ ვალის გადახდა”-აცხადებს გვარამია.