MLRS – ოთხი ასო, რომელიც უკრაინას შეიძლება, დაეხმაროს – კულება

“MLRS – ოთხი ასო, რომელიც უკრაინას შეიძლება, დაეხმაროს” – ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს. კულებას თქმით, უკრაინას სჭირდება მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, რომელიც მათ კრიზისულ მდგომარეობაში დაეხმარებათ.

“ოთხი ასო, რომელიც შეიძლება, დაეხმაროს უკრაინას შემდეგში:

– მოიგერიოს რუსეთის შეტევა დონბასში
– ჩაშალოს რუსეთის გეგმები ხერსონის ანექსიის შესახებ
– შეაჩეროს რუსეთის მიერ წამება, გაუპატიურება და ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
– შევძლოთ ექსპორტის განბლოკვა და გლობალური სასურსათო კრიზისის აცილება

ეს ოთხი ასოა: MLRS- მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა”,- წერს კულება twitter-ზე.