მმართველი პარტიის მაჟორიტარებს ახალი ინიციატივა აქვთ- იმ დროს როცა ქვეყნის მოსახლეობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს, ივანიშვილის ე.წ. ამბოხებული დეპუტატები სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ.
დიმიტრი ხუნდაძემ უკვე დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შეეცდება საქართველოს მასშტაბით 200 ათასი ხელმოწერის მოგროვებას.
ოპოზიციამ ეს ინიციატივა უკვე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის მორიგ სპექტაკლად.