Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიაწოდებს. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ ვაქცინების ალიანსთან შეთანხმება გააფორმა.შეთანხმება მოიცავს 92 ქვეყანას, COVAX– ის პარტნიორობით.
”მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორებისა, COVAX– ის დაუღალავი მუშაობისთვის და Moderna– ს მთელი გუნდის. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელს მსოფლიოში ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ COVID-19 ვაქცინაზე ”, – განაცხადა MODERNA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა პრესრელიზში.
ხელშეკრულების თანახმად, MODERNA ვაქცინებს, ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს. საწყისი 34 მილიონი დოზა 2021 წლის მეორე კვარტალში უნდა გაიცეს, ხოლო 466 მილიონი დოზა კი 2022 წელს.