ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი, უტა ივანიშვილი საფრანგეთიდან თბილისში ჩამოვიდა. მან დღეს საღამოს აირზენას პარიზი თბილისის რეისით იმგზავრა. ამის შესახებ რეისის მგზავრები საუბრობენ. მათ შორის არის სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე. მგზავრები სამ საკარანტინო ზონაში გაანაწილეს, სადაც სპეციალურ პროცედურებს გაივლიან და შემოწმებას ჩაუტარებენ. თუმცა მგზავრები ამბობენ, რომ უტა ივანიშვილი მათთან ერთად აღარ დაუნახავთ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. მგზავრები ეჭვობენ, რომ უტა ივანიშვილი შემოწმების პროცედურებს და კარანტინს აარიდეს და მან სპეციალური პრივილეგიებით ისარგებლა იმ დროს, როცა სხვა არცერთი მგზავრისთვის აეროპორტის თავისუფლად დატოვების უფლება არ მიუციათ..
პარიზი– თბილისის რეისის მგზავრებს შემოწმების შემდეგ კარანტინში გადაიყვანენ. სავარაუდოდ მათ თელავში, სასტუმრო სავანეში გაანაწილებენ, სადაც ორი კვირა უნდა გაატარონ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი სავალდებულოა.