ბათუმის მერიასთან აქტივისტები სტიკერებს აკრავენ წარწერით “მონა”. მოქალაქეები შენობაში შესვლასაც ითხოვდენ, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდეგ აქტივისტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
შეკრებილებს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის ბიუროში შესვლას სურთ. ისინი ამბობენ, რომ დეპუტატთან საარჩევნო სისტემაზე შეკითხვები აქვთ.ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.