მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ქალიშვილი Dolce&Gabbana–ს ჩვენებაზე გამოჩნდა

მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ქალიშვილი, 14 წლის დევა კასელი მილანში Dolce&Gabbana–ს მამაკაცის კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო ფოტოგრაფების ყურადღება.
14 წლის მოდელმა ჩვენებისთვის ჩაცმის საქმიანი სტილი აირჩია.
დევამ საკუთარი ფოტო ინსტაგრამზე დადო. საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ გოგონა ძალიან დაემსაგვსა დედას.
ამ წლის გაზაფხულზე დევა კასელი Dolce&Gabbana–ს სახე გახდა. გოგონას მშობლები 2013 წელს დაშორდნენ. გასულ წელს ვენსან კასელმა ცოლად მოდელი თინა კუნაკი მოიყვანა და უკვე შვილიც შეეძინა.