ტელეკომპანია “რუსთავი 2” საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
შედეგების მიხედვით, მოსახლეობას ყველაზე პოზიტიური განწყობა “ევროპული საქართველოს” მიმართ აქვს. გამოკითხული მოსახლეობის 46%-ს ყველაზე პოზიტიური განწყობა “ევროპული საქართველოს” მიმართ აქვს. 40%-ს კი გაერთიანებული ოპოზიციაის მიმართ, მესამე ადგილზეა “ქართული ოცნება” – 38%-ით.
32% “ლეიბორისტული პარტია”, “პატრიოტთა ალიანსი” – 25%, “თავისუფალი საქართველო” – 16%, “რესპუბლიკელები” – 12%.
კვლევა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” დაკვეთით IPSOS-მა მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩაატარა. კვლევისთვის
შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 1 540 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარი +/–2.2%-ია.
IPSOS 1975 წელს დაარსდა და წარმომადგენლობა 87 ქვეყანაში აქვს. საერთო ჯამში, კომპანიას 16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.