მოსკოვში შეიარაღებული მამაკაცი ტაძარში მრევლს თავს დაესხა

მოსკოვში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მას შემდეგ, რაც მან მართლმადიდებლურ ტაძარში, საკვირაო ღვთისმსახურების დროს ორი ადამიანი დაჭრა.

„პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც 16 თებერვლის დილას, ეკლესიაში შევიდა და ორი ადამიანი დანით დაჭრა“, – განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ირინა ვოლკმა.

მამა კირილ სლადკოვის ინფორმაციით, თავდამსხმელს სათვალე და ნიღაბი ეკეთა და ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარს ამ ეტაპზე ტერორიზმის კვალიფიკაცია არ აქვს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თავდასხმის მოტივი უცნობია.

შემთხვევა ბასმანის რაიონში, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის ტაძარში მოხდა.