საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქციის დარბევას გამოეხმაურა.
“დღეს საქართველოში პრორუსულმა ხელისუფლებამ დაარბია მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ ხალხი მაინც არ იშლება, პირიქით, მათი რაოდენობა მატულობს. ძალიან მალე ივანიშვილი დასრულდება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია შსს-მ ძალისმიერი მეთოდებით, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. აქცია ამ წუთებში პარლამენტის წინ ისევ გრძელდება.