ბერმუდისა და ბაჰამის კუნძულებიდან დაწყებული ირლანდიის სანაპიროზე მდებარე ორკნეის კუნძულებით დამთავრებული – მთელი მსოფლიოს პლაჟებზე პოულობენ ბოტასებს, კედებს და შლოპანცებს. საიდან გაჩნდა ისინი – ამით მეცნიერები დაინტერესდნენ.
2018 წლის ოქტომბერში ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე პლაჟების დამლაგებელმა ნაპირზე სპორტული ფეხსაცმელი შენიშნა. თავიდან რამდენიმე მათგანი გამოჩნდა და იფიქრა, რომ ის უბრალოდ პატრონმა დაკარგა. თუმცა გამორიყული ბოტასების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა და მალე დამლაგებელი მიხვდა, რომ პლაჟზე ნაპოვნ ბოტასებს, კედებს და შლოპანცებს რაღაც ქონდათ საერთო. ისინი ერთი და იგივე მარკის, ზოგჯერ ერთი და იგივე მოდელის იყო. ზოგს იარლიყიც კი ქონდა ერთი და იგივე წარმოების თარიღით. თანაც ყველა ფეხსაცმელი სრულიად ახალი იყო.
რამდენიმე თვის მნძილზე მარტო ამ ერთ პლაჟზე ნაიკის და სხვა ბრენდების რამდენიმე ასეული სპორტული ფეხსაცმელი იპოვეს.
ექვსი თვის შემდეგ ფლორესიდან ორი ათასი კილომეტრის დაშორებით, კორნუოლში ბრიტანელმა ტრეისი უილიამსმა ზღვისგან გამორიყული ფეხსაცმელი შენიშნა.
“ირლანდიელმა მეგობარმა მკითხა, ხომ არ მიპოვნია პლაჟზე ფეხსაცმელი. მეორე დღეს წავედი პლაჟზე და უამრავი ბოტასი ვიპოვე. მათ, ვინც პლაჟებს ვასუფთავებთ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს. თუ ნაპირზე რაიმე საინტერესო ნივთების გამორიყვა იწყება, ეს ინფორმაცია ჩვენს თანამეგობრობაში სწრაფად ვრცელდება“– ამბობს ის.
ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე აზორის კუნძულების გარდა სპორტულ ფეხსაცმელს პოულობდნენ ბერმუდის და ბაჰამის კუნძულებზე, საფრანგეთში, ირლანდიაში, ორკნეის და ბრეტანის კუნძულებზე.
საბოლოოდ გაჩნდა ვარაუდი, რომ ყველა ეს ფეხსაცმელი ოკეანეში ერთი ხომალდიდან მოხვდა. საკონტეინერო გემ Maersk Shanghai –დან გასული წლის მაისში კონტეინერები ზღვაში ჩავარდა. 10 ათასი კონტეინერის ტევადობის 324 მეტრიანი კონტეინერმზიდი აშშ–ს აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამხრეთ კაროლინის სიახლოვეს მიცურავდა, როცა შტორმი დაიწყო. ძლიერი რყევისა და ქარის გამო ბორტიდან რამდენიმე დატვირთული კონტეინერი ოკეანეში ჩავარდა.
მაშინ მედია წერდა, რომ დაკარგულ კონტეინერეს თვითმფრინავებით ეძებდნენ. ცხრა კონტეინერი ზედაპირზე იპოვეს, შვიდი კი ჩაიძირა.
ზუსტად ძნელი სათქმელია, არის თუ არა ყველა ნაპოვნი სპორტული ფეხსაცმელი იმ კონტეინერებიდან. გადამზიდავი კომპანია კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, დიდი ალბათობით ასეა. ფაქტია, რომ Nike-–ს და კიდევ ორი ბრენდის – Triangle и Great Wolf Lodge–ის სპორტული ფეხსაცმელი მთელი მსოფლიოს სანაპიროებს მოედო.
მეცნიერები იმაზეც შიშობენ, რომ ათასობით ოკეანეში მხვედრილი სპორტული ფეხსაცმელი ფლორასა და ფაუნაზე ცუდ გავლენას მოახდენს. ფეხსაცმლის დაშლის პროცესი პლასტმასის მიკროსკოპიულ ნაწილებად რამდენიმე წელი გრძელდება.
თუმცა მეცნიერებმა ამ ფაქტის სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენებაც გადაწყვიტეს. იმის შესწავლით, თუ როდის და სად გამოჩნდა ბოტასები, მათ შეუძლიათ განსაზღვრონ სხვადასხვა დინების სიჩქარე და მიმართულება.