მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 200 ათასს გადასცდა. კორონა ვირუსის შემთხვევათა რიცხვი მსოფლიოში ამ წუთის მონაცემებით 200 099-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების 8 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველაზე საფრთხისშემცველი ქვეყნების სათავეებშია იტალია, სადაც სულ კოვიდ 19-ის 31,506 შემთხვევაა რეგისტრირებული. იტალიაში ვირუსის შედეგად 2 503 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩინეთში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა და მხოლოდ 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საგანგაშოა ვითარება ირანში,სადაც ოფიციალურად 16 169 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ექსპერტების ვარაუდით ეს რიცხვი ბევრად მაღალია. რისკის შემცველი ქვეყნების 5-ეულშია ესპანეთი და გერმანია.
კორონა ვირუსის შემთხვევები იზრდება მეზობელ თურქეთსა და სომხეთში. სომხეთში კორონა ვირუსის შემთხვევები დრამატულად გაიზარდა და 84 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება თურქეთს,თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებულის რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 51-ით გაიზარდა და 98 შეადგინა.