“მთავარი არხის” ჟურნალსიტს ნათია ტრაპაიძეს და ოპერატორს რამდენიმე წუთის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ჟურნლისტი პირდაპირ ეთერში მუშაობდა, როცა პოლიციელებმა ის ერეკლე კუხიანიძის ოთახში ჩაკეტეს. კარის გაღების შემდეგ კი საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამტკიცებდა, რომ კარი აქტივისტებმა ჩაკეტეს და გასაღები წაიღეს.