1 ივნისს “პრაიდის თვე“ დაიწყო. ეს არის თვე, როცა ლგბტ საზოგადოების მხარდასაჭერად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არაერთი ღონისძიება იმართება. ზაფხულის პირველი თვე პრაიდისთვის “სთოუნვოლის ბუნტის“ ხსოვნის პატივსაცემად შეირჩა, რომელიც 1969 წლის 28 ივნისს დაიწყო, როგორც გეი ბარებში პოლიციის რეიდების საპასუხო რეაქცია.
გასულ შაბათ–კვირას ნიუ–იორკში, ლოს ანჯელესში და აშშ–ს სხვა ქალაქებში ტრადიციული აღლუმები გაიმართა, რომლებშიც ბევრი სელებრითი მონაწილეობდა.
მაგალითად, 46 წლის მოდელი ჰაიდი კლუმი კალიფორნიის აღლუმზე შენიშნეს. მასთან ერთად იყო ჯეი ევანს ჯექსონი, სასცენო სახელით ლეგანჟ ესტრანჟი.
კლუმი როგორც ჩანს ღონისძიებაზე კარგად გაერთო და სოციალურ ქსელებში არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელა.
ამავე აღლუმში მიიღო მონაწილეობა ლოს ანჯელესში მსახიობმა კეიტ ბეკინსეილმა. საღამოს კი შეკრებილებმა კონცერტზე მოიყარეს თავი, რომელიც პოლა აბდულამ და ჯგუფმა Years&Years–მა გამართეს.
ლგბტ საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადა 34 წლის კეტი პერიმ და სოციალურ ქსელში ცისარტყელას ფერების სამაჯურით გადაღებული ფოტო დადო.
რიკი მარტინი კი ნიუ იორკში, პუერტორიკოულ პრაიდს შეუერთდა. შეგახსენებთ,რომ მომღერალი წარმოშობით სწორედ ამ ქვეყნიდან არის.
ამავე აღლუმს ესწრებოდა 29 წლის ალექსანდრია ოკასიო–კორტესი – კონგრესში ოდესმე არჩეულ ქალთაგან ყველაზე ახალგაზრდა. ის აქტიურად იბრძვის ლგბტ უფლებებისთვის და ეს საკუთარი პოლიტიკური პროგრამის ნაწილად აქცია.
ლგბტ პრაიდის დაწყება ივნისის დასაწყისიდანვე სხვადასხვა ფორმით აღნიშნა ბევრმა ცნობილმა სახემ.მაგალითად, ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მხარი დაუჭირეს ლგბტ საზოგადოებას:
“ჩვენ თქვენ მხარს გიჭერთ. ყველაფერი ძალიან მარტივია: სიყვარული – სიყვარულია.“ მიაწერეს თემატური ფოტოების კოლაჟს მეგანმა და ჰარიმ.
ლგბტ თემის მხარდამჭერი ფოტო გამოაქვეყნა მომღერალმა მერაია ქერიმაც.
პრაიდის მხარდასაჭერად ფოტო დადო ინსტაგრამზე კრისტინა აგილერამ.