აჭარაში, მტირალას პარკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპული 5 მგზავრიდან ხუთივე 17 წლის მოზარდია.არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სარფის მკვიდრები, მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ.
როგორც ახლობლები ყვებიან, ერთ-ერთმა მოსწავლემ მეგობრებს ბიძამისის მანქანით მიაკითხა და ჩაქვის თავში წაიყვანა. მანქანა ხრამში დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხრამში ამობრუნებული ცავარდა და მასში მსხდომი არასრულწლოვნები ადგილზე დაიღუპნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ტრაგედიის გამო ბათუმში დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.