“მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება„–ასე მიმართა კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს.
“ჩვენთან არს ღმერთი. მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში, ეს მოგცემთ მადლს და წყალობას. დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგელებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი”,- ბრძანა პატრიარქმა.
სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის შემდეგ პატრიარქი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც სხდომაზე სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მღვდელთმსახურება აუკრძალა, მან განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების გამო გადააყენეს.
პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტების კითხვას, ვინ მფრველობს ეკლესიაში “მამათმავლებს“ ჰომოფობიური ტერმინოლოგიით უპასუხა: „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს“.