სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
რეზონანსულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლითაა დაწყებული. რომელიც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულებას განმარტების ან ჩვენების მიცემას.