პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა გადაწყვიტეს ექვსი კვირით შვებულება აიღონ, რათა ოჯახთან მეტი დრო გაატარონ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა წყვილის ათდღიანი ტურნე სამხრეთ აფრიკაში. ამ დღეებში ბრიტანული ტელევიზიის ეთერში გავა ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი რომელიც ამ ღირშესანიშნავ მოგზაურობას ეძღვნება. ფილმის ავტორი, ტომ ბრედბი ამბობს, რომ სამეფო წყვილი ძალიან დათრგუნული და დაუცველია. ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ სიტყვებს ადასტურებს თავად ჰარი. პრინცი აღიარებს, რომ მისი ერთ–ერთი მთავარი სურვილი დიდი ბრიტანეთის დატოვებაა და ქეიფთაუნი შესაძლოა ახალ შესანიშნავი ადგილი იყოს, სადაც დაფუძნება შეიძლება. თუმცა ჰარი იმასაც აღიარებს, რომ ასეთი ნაბიჯი ძალიან რთული და შესაძლოა შეუძლებელიც იყოს.
სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით The Sunday Times წერს, რომ სამეფო ტიტულიდან გამომდინარე ვალდებულებების გრაფიკი წყვილს ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაწერილი აქვს, ამის შემდეგ კი მიიღებენ უფლებას მათთვის ასე ძვირფასი “დრო ოჯახისთვის“ გამოიყენონ. სავარაუდოდ ისინი ამ დროს ლოს ანჯელესში ვიზიტსაც დაუთმობენ, რათა მადლიერების დღე მეგანის დედასთან ერთად გაატარონ.