მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის-ხუნდაძე-ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.
„შიდა გავრცელების ფაქტები იქნება ბევრი, ამიტომ გვჭირდება მობილიზება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ყველა წესი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის, რომ მივიღოთ ნაკლები ზიანი და უკეთესი შედეგი. ბავშვები რისკჯგუფში არ არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათზე არ ვიზრუნოთ. კონტროლიც, რეგულაციებიც და დაცვის მექანიზმებიც, რა თქმა უნდა, ბავშვებზეც გავრცელდება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.