ორშაბათს იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები შემოიღო, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს. მილიონობით ადამიანი იზოლაციაში აღმოჩნდა, სიცოცხლით სავსე და ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქების ქუჩები კი დაცარიელდა.გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც იტალიის მშვენიერ ქალაქებშია გადაღებული და კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებას ასახავს:
{{ARTICLEIMAGE}}
ასე გამოიყურება ვენეციაში სან მარკოს მოედანი, რომელიც ყოველთვის ტურისტებით არის სავსე. დღეს იქ მხოლოდ ერთი–ორ გამვლელს თუ მოკრავთ თვალს.
დაცარიელდა გრანდ კანალი. გონდოლების უმეტესობა ნავმისადგომთან არის გაჩერებული.
ამ ისტორიულმა ვენეციურმა კაფემ, სახელწოდებით “დაკარგული სამოთხე“ კლიენტები მთლიანად დაკარგა.
რომის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა – კოლიზეუმი დაკეტილია. მის სიახლოვეს იშვიათად გამოჩენილი ტურისტები ნიღბებს ატარებენ.
ტურისტებისთვის დაკეტილია მისასვლელი ვულკან ვეზუვთან, იტალიის სამხრეთით.
კორონავირუსის აფეთქება იტალიის ჩრდილოეთით დაიწყო, სადაც ადგილობრივი სათხილამურო კურორტები დაკეტილია. ეს არის სათხილამურო ტრასა პონტე დე ლენიოს კომუნაში, რომელიც უკაცრიელი გახდა.
ასე გამოიყურება ქალაქი ბერგამო იტალიის ჩრდილოეთით. ის ლომბარდიაში, მილანიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.
ეს კი იტალიის ჩრდილოეთით მდებარე კიდევ ერთი ქალაქის – ტურინის ერთ–ერთი ცენტრალური მოედანია. ეს ქალაქი პიემონტის პროვინციის ცენტრი და იტალიაში სიდიდით მეოთხე ქალაქია.
ტურინის ქუჩებში გამვლელები პრაქტიკულად არ არიან. იშვიათად გამოჩენილ გამვლელებს კი ძირითადად ნიღბები უკეთიათ.
ეს არის მილანში ვიქტორ ემანუელ მეორეს გალერეა – იტალიაში უძველესი მოქმედი სავაჭრო ცენტრი, რომელიც 19–ე საუკუნის ბოლოს აშენდა. აქ მდებარეობს ძვირადღირებული მაღაზიები, რომლებიც როგორც წესი ხალხით არის სავსე. მილანი იტალიის კომერციულ დედაქალაქად ითვლება.
ეს კი მილანის ტაძრის წინა მოედანია. ტურისტებისთვის ტაძარი დაკეტილია. მის ერთ ნაწილში მხოლოდ მლოცველებს შეუძლიათ შესვლა.
კვირას ტურინის ამ სტადიონზე სერია ა–ს მატჩი ადგილობრივ გუნდ იუვენტუსსა და მილანის ინტერს შორის ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდა. ამჟამად კი იტალიაში ყველა თამაში მინიმუმ აპრილის დასაწყისამდეა გადადებული.