“ნახევარ მერიას ეჩხუბა ეს რა არისო. ტოტებს DHL ით აგზავნინებდა”-“მთავრი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი მეჩხერი ნაძვის ხის სკანდალს და “მთავარის” ჟურნალისტის მიმართ თბილისის მერის არაკორექტულ გამონათქვამებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მილიონი გადაიხადა, ჩამოვიდა ალვის ხე
ნახევარ მერიას ეჩხუბა ეს რა არისო. ტოტებს DHL ით აგზავნინებდა.
სატენდერო დოკუმენტები შეცდომით შეადგინეს და ტოტებს შორის ინტერვალი ვერ გათვალეს და კიდევ აქეთ უზრდელობს”-წერს მელაძე.
“სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ” – ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტს, საახალწლო ნაძვის ხის შესახებ კითხვის დასმისას.
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიყურებოდა საახალწლო ნაძვის ხე ვიზუალურად ცუდად და რამდენად სწორად იყო შევსებული სატენდერო პირობები.
“ისიამოვნეთ, თან თქვენ ახლა გჭირდებათ სიამოვნება…” — განაცხადა კალაძემ.