ნახევარი მილიონი დაინფიცირებული, 22 000 გარდაცვლილი. კორონავირუსის ახალი მონაცემები

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 500 000–ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 22339 ადამიანი. ბოლო დღეებში დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა დაჩქარდა.Covid-19–ის მიერ გამოწვეული პანდემია პლანეტაზე სულ უფრო სწრაფი ტემპებით ვრცელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰან გებრეიესუსმა ორი დღის წინ განაცხადა.

“პირველი შემთხვევის დადგენიდან იმ მენტამდე, სანამ დაავადებულთა რიცხვი 100 000–ს მიაღწევდა, 67 დღე გავიდა. 100 ათასიდან 200 ათასამდე 11 დღე. მესამე 100 ათასი შემთხვევა კი სულ რაღაც ოთხ დღეში გამოჩნდა“ –განაცხადა მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

300 000–დან 500 000–მდე კი დაინფიცირებულთა რაოდენობა უფრო სწრაფად გაიზარდა.