შსს-ს მიერ მიცემული 30 წუთიანი ვადა იწურება. პარლამენტთან დასარბევად ემზადებიან.
აქციის მონაწილეებს 30 წუთი მიეცა იმისთვის, რომ გაათავისუფლონ ტერიტორია და შეწყვიტონ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით ესაუბრნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს. აღნიშნულ საუბარს მოჰყვა ხმაური. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აქციის მონაწილეებმა შეძახილებით -„პასუხს აგებთ“ გააცილა.
როგორც „ინტეპრესნიუსს“ ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, პოლიციის თანამშრომლის ეს გაფრთხილება ძალის გამოყენების გეგმაზე მიუთითებს. „ეს ნიშნავს იმას, რომ 30 წუთის შემდეგ გამოიყენებენ უკვე ძალას“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები.