NASAMS-ის რაკეტები უკრაინას საზენიტო სისტემასთან ერთად გადაეცემა – პენტაგონი

NASAMS-ის რაკეტები უკრაინას საზენიტო სისტემასთან ერთად გადაეცემა –  ამის შესახებ, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • “ამ პაკეტში არ არის NASAMS, არის AMRAAM-ის რაკეტები NASAMS-ისთვის. NASAMS-ის მიწოდებისთვის ვემზადებით.  AMRAAM-ის რაკეტების მიწოდებას, რომლებიც NASAMS-ისთვის გამოიყენება, გარკვეული დრო დასჭირდება – ისინი უნდა შემოწმდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა რაკეტა კარგ მდგომარეობაშია და შემდეგ ისინი დროულად მიაღწევენ უკრაინას”, – განმარტა თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

8 აგვისტოს პენტაგონმა უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების უდიდესი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდია.