NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა. მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.

Reuters-ის ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ სტოლტენბერგმა პატივი მიაგო ომის დროს დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს და დაათვალიერა დაზიანებული რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც გამოფენილია კიევის ცენტრალურ მოედანზე.