ვილნიუსში ნატოს სამიტის გახსნის პარალელურად, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
უკრაინის საჰაერო ძალები უკრაინის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.
როგორც ცნობილია, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, Savasleyka-ს აეროდრომიდან MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.