NATO-ს სჯერა, რომ ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე თურქეთთან კონსენსუსს მიაღწევენ

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა აცხადებს, რომ შეძლებენ, გადალახონ თურქეთის წინააღმდეგობა ფინეთისა და შვედეთის ალიანში გაწევრიანებაზე.

“დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორები კონსტრუქციულად მიიღებენ ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას გაწევრიანებაზე, თუ ეს მოხდება“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ამიტომ შეშფოთება, რომელიც მან გამოთქვა, განიხილება როგორც მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის.

“და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს ქვეყნები [შვედეთი და ფინეთი] გადაწყვეტენ, და ეს, როგორც მე მესმის, მოხდება უახლოეს დღეებში, გამოთქვამენ სურვილს ნატოში გაწევრიანების შესახებ, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ კონსენსუსის მიღწევის პირობები“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეთ თაიფ ერთდოღანმა განაცხადა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე. საგარეო მინისტრის თქმით, თურქი ხალხის დიდი უმრავლესობა წინააღმდეგია იმ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების.