NATO შეიმუშავებს საგზაო რუკას უკრაინის ალიანსთან თავსებადობაზე გადასვლისთვის

A Ukrainian national flag rises in front of the NATO emblem, amid Russia's attack on Ukraine, in central Kyiv, Ukraine July 11, 2023. REUTERS/Valentyn Ogirenko

ნატო შეიმუშავებს საგზაო რუკას უკრაინის ალიანსთან თავსებადობაზე გადასვლისთვის
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ოთხშაბათს შეთანხმდნენ, გააძლიერონ მუშაობა კიევთან უსაფრთხოების საკითხებზე, რათა აჩვენონ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამწვავების მიუხედავად.

ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ალიანსის მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ „ურყევი დარჩებიან მათ ვალდებულებაში, კიდევ უფრო გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა“.

მათ ასევე განაცხადეს, რომ „გაგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება“.

“ჩვენ ვზრდით ნატოსთან თავსებადობას”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ შეხვედრის დაწყებამდე. „ჩვენ დიდწილად ვხდებით ნატოს დე ფაქტო არმია ჩვენი ტექნიკური პოტენციალის, არმიის მართვის პრინციპების თვალსაზრისით”.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საბჭოს სხდომაზე მოკავშირეებს მოუწოდა უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ უკრაინის მხარდასაჭერად. მან გააფრთხილა ყველა, რომ რუსეთმა ზამთრის წინ რაკეტების დიდი მარაგი დააგროვა.

მისი თქმით, რუსეთი „ახლა უფრო სუსტია სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით“. ამავე დროს, მან მოუწოდა ყველას, სათანადოდ შეაფასონ კრემლი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ახალ თავდასხმებს ახორციელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, და „ცდილობს უკრაინა სიბნელეში და სიცივეში დატოვოს“.

ალიანსის თანახმად, ნატო და უკრაინა უკვე ერთად მუშაობენ და თანაბრად იღებენ გადაწყვეტილებებს საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის თავსებადობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ინოვაციების, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო მდგრადობის შესახებ.

ნატოს ქვეყნები იმუშავებენ, რათა „დაეხმარონ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის აღდგენას და მხარი დაუჭირონ უკრაინის გრძელვადიან შეკავებას და თავდაცვას“. „ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ვამუშავებთ საგზაო რუკას უკრაინის ნატოსთან სრულ თავსებადობაზე გადასვლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.