“NATO არ გარისკავს უკრაინის ომის ესკალაციას სამხედრო ძალით ჩარევით”,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბერლინში.
CNN-ის ცნობით, კანცლერთმა თქვა, რომ ”ალიანსის მთავარი მოვალეობაა, უზრუნველყოს ყველა წევრის უსაფრთხოება”.
მისივე განცხადებით, გერმანია უკრაინას უგზავნის ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე სამხედრო საქონელს, მაგრამ ბერლინმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ გაუგზავნის საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა დაეხმაროს უკრაინულ ძალებს რუსული შემოჭრისგან დასაცავად.
„უკრაინის ხალხის ბედი ღრმად გვაწუხებს. პუტინს უკრაინის ხალხისთვის საშინელი ტანჯვა და სიკვდილი მოაქვს… ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“,- აღნიშნა კანცლერმა.