NATO და პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ხელში ჩაგდებას გეგმავენ – ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო პუტინთან შეხვედრაზე ამტკიცებს, რომ NATO-სა და პოლონეთს სურს უკრაინის დასავლეთ ნაწილის ხელში ჩაგდება. ბელარუსის პრეზიდენტს სჯერა, რომ უკრაინა რუსეთსა და ბელარუსს სთხოვს, დაეხმაროს ამის თავიდან აცილებაში.

“ისინი უკვე დგამენ ნაბიჯებს უკრაინის დასაშლელად. ჩვენ ვწუხვართ, რომ პოლონელები და ნატოს წევრები მზად არიან, წაართვან დასავლეთ უკრაინა, როგორც ეს იყო 1939 წლამდე.

ეს გვაწუხებს არა მხოლოდ დღევანდელი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს მათი სტრატეგიაა დასავლეთ ბელორუსის მიმართაც. უკრაინელებს მოუწევთ, გვთხოვონ, რომ არ დავუშვათ, დასავლეთ ნაწილი და სხვა ნაწილები გამოეყოს უკრაინას. ეს ჩემი პოზიციაა, მაგრამ თქვენ ეს ნამდვილად იცით“, – მიმართა ლუკაშენკომ პუტინს.

მისივე შეფასებით, ანდჟეი დუდა გუშინ კიევში “გაუგებრად მოიქცა”, თუმცა ის “პოლონეთში არაფერს წყვეტს”.