NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან – კოლომინა

“NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან ” – ამის შესახებ,  NATO-ის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა Twitter-ზე წერს.

“როგორც მადრიდის სამიტზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და მოვალეობები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან”,- წერს კოლომინა.