საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად და უპირობოდ დგას უკრაინასა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში.
თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ორბელიანის სასახლეში უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.