ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, საქართველოშია. სტოლტენბერგი საქართველოს დედაქალაქში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება.
ამ წუთებში, სტოლტენბერგი, მთავრობის კანცელარიაში პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს, ხვდება. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
შემდეგი შეხვედრა სტოლტენბერგს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან აქვს დაგეგმილი.
სტოლტენბერგი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, ხვალ კი ის შეხვედრებს უკვე ერევანში გააგრძელებს