“NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება ყველაზე მარტივი და ეფექტური გამოსავალია, მათ შორის, იმიტომ, რომ ეს ხელს შეუწყობს [რუსეთის მხრიდან] შესაძლო ბლეფის გამოვლენას.თუ რუსეთი არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია.[…]მონურად არ უნდა მივყვეთ სხვების წინადადებებს მხოლოდ იმიტომ, რომ გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი წინადადებებით”.
განაცხადა ამის შესახებ, იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ.
NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი წევრი ქვეყნების დაცულობის მთავარი გარანტია და სწორედ ეს მუხლი განაპირობებს ალიანსის გაფართოებას – ერთზე შეტევა ყველაზე შეტევაა. მეხუთე მუხლი 1949 წლიდან არსებობს, როცა ვაშინგტონში, 12 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. ეს მუხლი ალიანსის წევრ ქვეყნებს „ინდივიდუალურად და სხვებთან კოორდინაციით“ „დაუყოვნებელ“ მოქმედებას ავალდებულებს. მეხუთე მუხლი ნატომ ერთადერთხელ აამოქმედა – 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ.