“პოლიტიკო” წერს, რომ ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი იქნება. რუტეს, ალიანსის 32-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა აქვს.
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კი NATO-ს გენერალურ მდივნობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა.
მარკ რუტე თანამდებობას ის 2 ოქტომბერს დაიკავებს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.
რუტემ ჯერ კიდევ, გასული წლის ნოემბერში გამოთქვა სურვილი ამ თანამდებობის დაკავების.
2014 წლიდან დღემდე, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგია.
2017-ში წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრისთვის გაეხანგრძლივებინათ, თუმცა თარიღმა, 2019 წელს კიდევ ორი წლით გადაიწია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა კიდევ რამდენჯერმე გაუხანგრძლივე