ფრანგული მედიის ცნობით, NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეზიდენციას ადამიანის მოჭრილი თითი გაუგზავნეს. ინფორმაციას, გამოცემა Valeurs actuelles რეზიდენციის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოჭრილი თითი ერთჯერად აკეტში იყო მოთავსებული, რომელიც სასახლის კორესპონდენციის განყოფილებამ 9 -10 ივლისის შუალედში მიიღო.
გავრცელებული ცნობით, უკვე დადგენილია თუ ვის ეკუთვნის მოჭრილი თითი. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით განცხადებას არ ავრცელებს.