მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არ დასჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა NATO-სკენ გზაზე და მინდა კვლავ გადაგიხადოთ მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის. მე ვიცი, რამდენი დიალოგი და ღონისძიება გატარდა ამგვარი მოვლენების მისაღწევად. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ NATO-სთან თავსებადობისთვის და ჩვენი სამხედროებს აქვთ მტკიცე ცოდნა NATO-სთან თანამშრომლობის და მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ იარაღის კარგად გამოყენება და ამტკიცებენ, რომ გლობალური დემოკრატია არის ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე ტერორისტული თავდასხმები. რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროსაც კი უკრაინა აგრძელებს რეფორმების გატარებას ევროინტეგრაციის პროცესისთვის, ჩვენ მკაფიოდ გამოვყავით რისი გაკეთება გვჭირდება და ამას ვაკეთებთ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმის აღიარებას, რომ უკრაინას არ დასჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა NATO-სკენ გზაზე.
მე ყველასთვის მსურს, ეს სამიტი წარმატებული იყოს: ჩვენი სამხედროებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის – ყველასთვის. კონკრეტულად უსაფრთხოების გარანტიები არის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხისთვის. უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის მის NATO-სკენ გზაზე, არა NATO-ში შევლის შემდეგ, არამედ უსაფრთხოების გარანტიები ჩვენს ინტეგრაციის გზაზე და დღეს ეს გარანტიები დაადასტურეს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და თუ ეს მოხდება, და ჩვენ ამაზე ნამდვილად ვიმუშავებთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული წარმატება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ თუ ჩვენ მივიღებთ მიწვევას ეს იქნება ყველაზე ხელსაყრელი.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ვილნიუსის სამიტზე.