NATO-ს წევრებს “მწვანე შუქი” აქვთ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე – ბლინკენი

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრებს აქვთ “მწვანე შუქი”, რომ მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინაში გაგზავნონ, რადგან აშშ და მოკავშირეები აგრძელებენ ძალისხმევას, დაეხმარონ უკრაინას თავი დაიცვას რუსეთის შეჭრისგან.

“მწვანე შუქი აქვს“, – თქვა ბლინკენმა „Face the Nation“-ის კითხვაზე, შეუძლია თუ არა პოლონეთის მთავრობას, ნატოს წევრს, უკრაინაში გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა.

”ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცენ”,– განაცხადა ბლინკენმა.