NATO იმეორებს, რომ უკრაინის თავზე ცას არ ჩაკეტავს

NATO ზელენსკის არაერთი მოწოდების საპასუხოდ იმეორებს, რომ არ დახურავს ცას უკრაინის თავზე. გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს წევრები ამ გადაწყვეტილებაში ერთიანები არიან.

“უკრაინაში არ იქნება საჰაერო და სახმელეთო შესაძლებლობების განლაგება და ეს ჩვენი მოკავშირეების ერთიანი პოზიციაა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა CNN-ის ცნობით.

მისი განმრატებით, საგარეო მინისტრებმა ეს საკითხი სამშაბათს განიხილეს.

„ჩვენ ვხედავთ ნგრევას, ჩვენ ვხედავთ ადამიანთა ტანჯვას უკრაინაში, მაგრამ ეს შეიძლება უფრო გაუარესდეს, თუ ნატო იმოქმედებს და ეს გადაიქცევა სრულფასოვან ომად რუსეთსა და NATO-ს შორის”,– თქვა სტოლტენბერგმა.

მანვე აღნიშნავს, რომ NATO გააგრძელებს უკრაინისთვის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების მიწოდებას.

დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონგრესში გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს, უკრაინის თავზე ცა ჩაკეტონ. მისი თქმით, თუ ბევრს ითხოვს, არსებობს ალტერნტივა, რომ უკრაინას მათ თავდაცვითი სისტემები მიაწოდონ.