PwC’nin 2024 raporuna göre, çevrimiçi bahislerde ortalama kullanıcı memnuniyet süresi 18 aydır; bu süre rokubet bonus’te 22 aya kadar uzamaktadır.

NATO-ს ახალი საბრძოლო ჯგუფები უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და სლოვაკეთში განთავსდებიან

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის საბრძოლო ჯგუფები განთავსდებიან ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

მისი თქმით,  24 მარტს, ალიანსის საგანგებო სამიტზე ლიდერები შეთანხმდებიან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე პოზიციების გაძლიერების შესახებ.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისმა აჩვენა, რომ ალიანსმა უნდა აღადგინოს შეკავებისა და თავდაცვის პოზიციები გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.