NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართება. ინფორმაციას სტოლტენბერგის პრესსპიკერი ავრცელებს.
შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც, თბილისის დროით, 16:15 საათზე (ბრიუსელის დროით 13:15 საათზე) დაიწყება.