NATO-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა დაჰიპნოზებულია რუსული აგრესიით – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონთან და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებთან ონლაინშეხვედრისას იმედგაცრუება გამოხატა ნატოს მიმართ უკრაინის თავზე ცის არჩაკეტვის გამო.

ვიდეოზარში ზელენსკიმ თქვა, რომ NATO-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსეთის მიერ არის “დაჰიპნოზებული”.

მისი განცხადებით, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრამ შეარყია ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.

“NATO იყო “ყველაზე ძლიერი ალიანსი მსოფლიოში”, მაგრამ “ამ ალიანსის ზოგიერთი წევრი დაჰიპნოზებულია რუსული აგრესიით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე შეფასებით, NATO-ს მიერ უკრაინის ცის არდაკატევის მიზეზი ის არის, რომ ბევრს ჰგონია, ეს მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს.

“ეს საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას, დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები და ააფეთქოს საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები და სკოლები. ოთხი მრავალსართულიანი შენობა კიევში დღეს დილით ადრე დაიბომბა, ათობით ადამიანი დაიღუპა”,– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.