„ჩვენ ნამდვილად მოვისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებები, ასევე ვნახეთ სხვადასხვა რეაქცია ნატო-ს მხრიდან – არის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ დაჩქარებული გაწევრიანების ამ ვარიანტს, არიან ქვეყნები, რომლებიც არ უჭერენ მხარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მიუთითებს კონსენსუსის წესზე. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ გადაწყვეტილებას და გვახსოვს, რომ სწორედ ნატო-ს მიმართ უკრაინის ორიენტაცია გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი“
მის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.