NATO-ს სამიტის პარალელურად, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

ვილნიუსში ნატოს სამიტის გახსნის პარალელურად, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე  საჰაერო განგაში გამოცხადდა.

უკრაინის საჰაერო ძალები უკრაინის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.

როგორც ცნობილია, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, Savasleyka-ს აეროდრომიდან MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.