“NATO-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება” – ამის შესახებ განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ახლა მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს.
“როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება, რომ რუსეთს აღარ შეეძლება განაგრძოს თავდასხმა და კვლავ ომის წარმოება უკრაინის წინააღმდეგ და გააგრძელოს ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა”, – განაცხადა სტეოლტენბერგმა.