კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 06:57

NATO-ში შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთით თავდაცვას გააძლიერებენ

ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ აღმოსავლეთში თავიანთი თავდაცვა გააძლიერონ.

“ჩვენ გავააქტიურეთ ნატოს თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ ნატოს საპასუხო ძალების ელემენტები და განვათავსეთ 40 000 ჯარისკაცი ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგზე”, – განაცხადეს მათ ერთობლივ განცხადებაში ბრიუსელში მოლაპარაკებების შემდეგ.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, აუცილებელია, გაიზარდოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის ჩარევის გამო, რისკის ქვეშ არიან, ასეთ ქვეყნებში ნატო, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მოიაზრებს.

“მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებიც რუსეთის ჩარევის გამო, რისკის ქვეშ არიან, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მიმართ. ჩვენ ევროკავშირთან ერთად, მათ უნდა დავეხმაროთ სუვერენიტეტის დაცვასა და მდგრადობის გაძლიერებაში”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.