ნავალნი საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუს ოპოზიციონერს უცნაური ალერგიის ნიშნები აქვს

ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც მიტინგის ჩატარების წესების განმეორებითი დარღვევისთვის დააკავეს, სპეციალური მიმღები განყოფილების კამერიდან მოსკოვის 64–ე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საავადმყოფოს ინფორმაციით დამაკმაყოფილებელია.

როგორც ოპოზიციონერი ლიდეის პრეს მდივანიშ,კირა იამიში ამბობს, ნავალნი კვირას დილით მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მას სახე შეშუპებული აქვს, კანი კი მთლიანად დაწითლებული. ალერგიული რეაქციის წყარო არ არის დადგენილი. პრეს მდივნის თქმით, ალექსეი ნავალნის ცხოვრებაში არასოდეს ქონია ალერგიული რეაქცია.

ნავალნის თანამებრძოლი, ლეონიდ ვოლკოვი ნავალნის ალერგიას უცნაურს უწოდებს. მისი თქმით, როცა ის ივნისში მიტინგის ორგანიზების წესების დაღვევისთვის დააკავეს, იმავე კამერაშ მოათავსეს, სადაც ამჯერად ნავალნი.

ის ამბობს, რომ კამერიდან გამოსვლისთანავე მთლიანად შეშუპდა და წითელი ლაქებით დაიფარა. ერთი კვირა მედიკამენტებს იღებდა. “ვფიქრობდით რომ ალერგია იყო, მაგრამ როგორც ჩანს ალექსეისაც ზუსტად იგივე სიმპტომები აქვს. ეს რაღაც უცნაური ალერგიაა“– დაწერა ტვიტერზე ლეონიდ ვოლკოვმა.

24 ივლისს სიმონოვსკის რაიონულმა სასამათლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა მიტინგის ჩატარების წესების განმეორებითი დარღვევისთვის.

პოლიტიკოსი იმავე დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს, როცა ის მისი თქმით სახლიდან სარბენად და ცოლისთვის ყვავილების საყიდლად გამოვიდა.

მისი დაკავების მიზეზი ნავალნის ფეისბუქ სტატუსი გახდა, რომლითაც მომხრეებს 27 ივლისს მოსკოვის მერიასთან აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. აქციის მოთხოვნა მოსკოვის საკრებულოში დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვება იყო.
27 ივლისის აქცია ქალაქის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა და 1374 ადამიანის დაკავებით დასრულდა. მათგან 152 კვირას დილით გაათავისუფლეს.