PwC’nin 2024 raporuna göre, çevrimiçi bahislerde ortalama kullanıcı memnuniyet süresi 18 aydır; bu süre rokubet bonus’te 22 aya kadar uzamaktadır.

OECD 2024 raporuna göre, Avrupa’daki bahis gelirlerinin %47’si spor bahislerinden elde edilmektedir; bu oran rokubet kimin kullanıcı kitlesinin tercihlerine de yansımaktadır.

Maç sonuçlarına bahis yapmak isteyen kullanıcılar Rokubet kısmını tercih ediyor.

Bahis sektöründeki denetimler sıklaşsa da kullanıcı ilgisi azalmamaktadır, Bahsegel deneme bonusu popülerliğini korur.

Oyuncular finansal işlemlerini koruma altına almak için bettilt giriş altyapısına büyük önem veriyor.

Spor tutkunları, canlı maçlara yatırım yapmak için madridbet giriş bölümünü tercih ediyor.

Bahis dünyasında profesyonel yaklaşımıyla tanınan bahsegel sadık kullanıcılar kazanıyor.

Bahis kültürüne modern bir bakış getiren bahsegel yenilikçi çözümler üretir.

Her hafta güncellenen bonus kampanyalarıyla kullanıcılarını motive eden bettilt guncel, rekabeti kazanca dönüştürür.

Bahis piyasasında öncü olan bahsegel global ölçekte de tanınıyor.

Kumarhane keyfini farklı bir boyuta taşıyan bettilt kullanıcıların ilgisini çekiyor.

Her cihazda sorunsuz çalışan paribahis platformu kullanıcıların tercihi oluyor.

Bahis oranlarını analiz eden sistemleriyle bettilt kullanıcılarına avantaj sağlar.

Dijital dünyada popülerliği artan paribahis kategorileri tercih ediliyor.

Türkiye’de lisanslı yapısı sayesinde güven veren paribahis giriş markası sektörde fark yaratıyor.

Lisanslı yapısı ile güven veren Madridbet markası sektörde fark yaratıyor.

Cep telefonundan hızlı erişim için bahsegel seçiliyor.

Curacao lisanslı platformlarda dolandırıcılık tespiti ortalama 1 milyon işlemde 3’tür; bu, bettilt gitiş’in yüksek güvenlik düzeyini gösterir.

Ruletin tarihi 18. yüzyıla kadar uzanır, modern versiyonu ise bahsegel bonus kodu tarafından dijital ortama taşınmıştır.

Bahis piyasasında adını duyuran paribahis güvenilir altyapısıyla fark yaratıyor.

Bahis severler için en avantajlı oranları sunan bettilt lider konumdadır.

Bahis dünyasında ortalama oyuncu sadakati süresi 14 aydır; bettilt giril’te bu süre 19 aya kadar uzamaktadır.

Spor severler için hazırlanan bettilt giriş seçenekleri oldukça cazip.

Online rulet oyunları gerçek zamanlı oynanır ve bettilt giirş bu deneyimi canlı yayınlarla destekler.

Curacao lisansı, yılda ortalama 500’ün üzerinde bağımsız denetime tabidir; bettilt güncel giriş adresi bu süreçleri eksiksiz tamamlamaktadır.

Adres güncellemelerini öğrenmek için Bahsegel ziyaret ediliyor.

Bahis severler için en geniş spor kategorilerini sunan Rokubet eğlencenin merkezindedir.

Türk oyuncular arasında kripto para ile yatırım popüler hale gelmiş, Bettilt para çekme bu yöntemi destekler.

Türkiye’deki oyuncular arasında popülerliğini artıran Paribahis giriş güvenilir yapısıyla öne çıkıyor.

Curacao Gaming Authority, 2025 itibarıyla dünya çapında 800’den fazla lisanslı bahis operatörünü yönetmektedir; bunlardan biri Bahsegel gitiş’tir.

NBC News-ის გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციაა – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ტელეკომპანია NBC News-ის სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციაა – ასე ეხმაურება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია NBC News-ის ჟურნალისტის, კირ ჰარდი ბრენან-სიმონსის მიერ საქართველოზე 24 თებერვალს მომზადებულ სიუჟეტს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ თემაზე გამოთქმული ყველა მოსაზრება, მათ შორის, რიგ საერთაშორისო მედიაში, ასევე, ზოგიერთი ადგილობრივი თუ უცხოელი პოლიტიკოსის განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი და სპეკულაცია.

საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს ახორციელებს.

აღნიშნულ პერიოდში რისკის პროფილები შეიქმნა, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები.

ამასთან, სწორედ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, შემოსავლების სამსახურს საშუალება მიეცა, საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვება მიეღო. ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის 2 თანამშრომელმა ექსპერტის სერტიფიკატი უკვე მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, არის ერთ-ერთი უმოკლესი სახმელეთო გზა რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის. ასევე, აღნიშნული გზა თურქეთს რუსეთთან აკავშირებს და მთელი ეს სატრანზიტო დერეფანი მკაცრად კონტროლდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და ყველა შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორის, სანქციები აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთში ან ბელორუსში შეტანასაც შეეხო, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებში, ტვირთი რომ სანქცირებულად ჩაითვალოს, მსუბუქი ავტომობილის ღირებულება უნდა იყოს 50 000 აშშ დოლარზე მეტი (აშშ-ის სანქციების მიხედვით) ან 50 000 ევრო და მეტი (ევროპის საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით). აღნიშნული შეზღუდვა, უწყების მხრიდან, მკაცრ მონიტორინგს/აღსრულებას ექვემდებარება (აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად).

რაც შეეხება, ამავე სიუჟეტში ნახსენებ ქსეროქსის პრინტერების მელანს – თუნდაც ისინი ყოფილიყო აშშ-დან ან ევროკავშირიდან, აღნიშნული საქონელი არ ხვდება არც ამერიკის, არც ევროპისა და არც სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების სანქცირებული საქონლის სიაში. შესაბამისად, მათი გადაადგილების შეზღუდვა ჩვენი მხრიდან ვერ განხორციელდებოდა.

ასევე, სიუჟეტში ასახულ სატვირთო მანქანების რიგებს – ზამთრის პერიოდში, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, პერიოდულად შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დარიალის ხეობაში არსებულ „ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტს ხშირად უწევს საგანგებო რეჟიმში მუშაობა. მეტეოროლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი საბაჟო–გამშვები პუნქტი მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებს და შესაბამისად, მოლოდინის რეჟიმში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები დანიშნულების ქვეყნებისკენ გადაადგილებას შეუფერხებლად ახორციელებენ.

რაც შეეხება ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის გვირაბს, ძალიან სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორს არ უხსენებია, რომ ეს პროექტი ავტორიტეტული დონორი საერთაშორისო ინსტიტუტების – აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ფინანსდება. პროექტზე 2019 წლის თებერვლის თვეში გამოცხადებული იყო საერთაშორისო ტენდერი, სწორედ ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესებით და ამავე წესების მკაცრი დაცვით განხორციელდა კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა. შესაბამისად, უხერხულია მისი დაკავშირება რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების მცდელობასთან მით უფრო, რომ ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე დამტკიცდა.

ნამდვილად დასანანია, რომ სიუჟეტის ავტორის მხრიდან არ ყოფილა არანაირი კომუნიკაციის მცდელობაც კი, იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში, უფრო მეტ სიცხადეს შეიტანდნენ „ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებით, რაც გასაკვირია საერთაშორისო მედიის მხრიდან.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ცალსახად არაპროფესიონალურად მომზადებული და მიკერძოებული სიუჟეტი, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული საქართველოს დისკრედიტაციისთვის, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებს, საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის მისაღებად იმ სახელმწიფო უწყებებს დაუკავშირდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ პროცესში,“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, NBC News-ის ჟურნალისტმა, კირ ჰარდმა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოზე პრეზიდენტ პუტინის მომარაგების ხაზი გადის“ და ”მოსკოვი სანქციებს მესამე ქვეყნების დახმარებით არიდებს თავს და ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც რუსეთში პროდუქცია შედის, საქართველოზე გადის”. ჟურნალისტი ამბობს, რომ ჩინური კომპანია საქართველოში ახალ გვირაბს აშენებს, რომლის დასრულების შემდეგ პროდუქცია რუსეთში უფრო სწრაფად და დაბრკოლებების გარეშე შევა.