NCDC-ის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

ირაკლი ფურცელაძე თანამშრომლებს ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ “ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”.

ირაკლი ფურცელაძე მანამდე კერძო სექტორში მუშაობდა. 2011 წლიდან – 2014 წლამდე იყო ავერსი-ფარმა-ში სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე, ასევე, იყო ამავე კომპანიის გენერალური დირექტორიც.