And Then We Danced საფრანგეთში საქართველოს საელჩოში უჩვენებენ

4 ნოემბერს, 20 საათზე ფილმს And Then We Danced საფრანგეთში საქართველოს საელჩოში უჩვენებენ. კინოჩვენება საფრანგეთში ქართული ასოციაციისა და საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.